Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე 14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ

1.განისაზღვროს    სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის   ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“        (ქართულენოვანი)  და  „სტომატოლოგია“ სტუდენტებისთვის   2025-2026 სასწავლო  წლის   სასწავლო  პროცესის   ვადები შემდეგი სახით:


ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია
ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია 8-15 სექტემბერი;
ა.ბ.) აკადემიური რეგისტრაცია -17-22 სექტემბერი
ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-18 აგვისტო - 22 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 15 - 22 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 22 სექტემბერი - 27 დეკემბერი, 5 იანვარი - 7 თებერვალი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი  (დამატებითი გამოცდები) - 13 - 20 თებერვალი;
ბ.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი -1 მარტი.


გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 9 თებერვალი- 2 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 23 თებერვალი-2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები   (კურაციული სისტემით) – 2 მარტი  - 11 ივლისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები)  - 17 – 24 ივლისი;
გ.ე) არდადეგები- 25 ივლისი - 20 სექტემბერი.

2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია